თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს

თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა.

შელაპარაკება ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ვრეცლდება ინფორმაცია, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. ისინი, სავარაუდოდ, მე-11 კლასის მოსწავლეები არიან.

თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდნენ.

„დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ორია დაჭრილი. ორი მძიმედ იყო, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი,“- აღნიშნა თვითმხილველმა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: იმის თქმა, რომ საზღვარზე უკანონოდ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა: სპეცოპერაციისას დაზარალებულებს 5000 ლარი უნდა გადაეცეთ