ეკა ბესელია: იმის თქმა, რომ საზღვარზე უკანონოდ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის სანდოა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ. ამის თაობაზე ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იმის თქმა, რომ ვერავინ შემოვა, გამორიცხულია. საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდება, მაგრამ იმის გამორიცხვა, რომ ასეთი რამ არ ხდება, იქნება ტყუილი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. გამოძიება მუშაობს, როგორ მოხდა მათი ქვეყანაში შემოსვლა”, – ამბობს ეკა ბესელია.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი მოკლულია. სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედ დუდაევია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა – რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახმედ ჩატარევის ლიკვიდაციის შესახებ. სუსის განცხადებით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ესპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

სპეციალური ბრიფინგში ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციისას დაკავებულის ადვოკატი სუსის განცხადებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიათბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს