ნაციონალური მოძრაობა: სპეცოპერაციისას დაზარალებულებს 5000 ლარი უნდა გადაეცეთ

„სპეცოპერაციისას დაზარალებული მოქალაქეებისთვის 500 ლარია გადაცემა დაცინვაა“, – აცხადებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დეპუტატი ფიქრობს, რომ კორპუსის მაცხოვრებლებს მინიმუმ 5 000 ლარი უნდა გადაეცეთ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა კალაძის მოთხოვნით ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით მცირდება.

მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომლებსაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, ოჯახის თითოეულ წევრზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა. მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშითბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს
შემდეგი სტატია51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა