თბილისში 41 წლის კაცი დაჭრეს

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის კაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, კაცი ფეხის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

დაშავებული კლინიკაში თავად მივიდა და ექიმებს თქვა, რომ ქუჩაში უცნობი კაცი თავს დაესხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო
შემდეგი სტატიამერიის მიერ წარდგენილი პროექტები კითხვის ნიშნებს აჩენდა, იყო მოთხოვნა, შესაბამისი სამსახურების უფროსებს სხდომაზე გაეცათ პასუხი, მაგრამ არ მოვიდნენ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე