თბილისში 20 ნოემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ მთაში ითოვებს, ტემპერატურა კი, დღისით 6-11 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალ თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-9 გრადუსი იქნება.

19 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი კი – 10-15 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში მცირე წვიმა, ხოლო მთაში თოვლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ტემპერატურა 3-8 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

თბილისში, დღის მეორე ნახევარში, შესაძლებელია მცირე წვიმა. ღამით კი, მოსალოდნელია ყინვა -1 გრადუსი.

რაც შეეხება 20 ნოემბერს, სინოპტიკოსები თბილისში, დღის მეორე ნახევარში თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დედაქალაქში 2-4 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი, 1-6 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში 20 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ჰაერი 10-15 გრადუამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარეც ზოგან წამში 20-25 მეტრს, დროგამოშვებით კი – 28 მეტრს მიაღწევს.

banner
წინა სტატიაშინორა კვიციანი: მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი
შემდეგი სტატიალევან იზორია: ნატო-საქართველოს წვრთნები რეგიონალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას ემსახურება