ნორა კვიციანი: მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი

წლები გამატარებინეს საპატიმროში უაზრო ბრალდებების გამო, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნორა კვიციანმა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, ის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი იყო. მისივე თქმით, მას ცრუ ბრალდედები წაუყენეს.

„დამაკავეს 2006 და 2012 წლამდე ვიყავი საპატიმროში, ბრალად მედებოდა იარაღის უკანონო შენახვა, უკანონო ფორმირებების შექმნა, ჰუმანიტარული დახმარების მითვისება, სახლის ჩხრეკის დროს სახლში იარაღი იპოვეს ისე, რომ მე ის არ მქონია. მითვისებას რაც შეეხება ეს იყო სრული სიცრუე. მე ვიყავი სააკაშვილის და მისი გუნდის მძევალი, კოდორის ხეობის ჩაბარების ინტერესი ჰქონდა, ეს იყო პოლიტიკური დაკავება. კოდორის სახლი დამიყადაღეს. ჩემი შვილის გულისთვის მე მძევლად ამიყვანეს 21-ე საუკუნეში“, – განაცხადა ნორა კვიციანმა.

მთავარმა პროკურატურამ ნორა კვიციანის საქმის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: პარლამენტში ჩვენ წარმოვადგენთ მთელ პროდასავლურ ოპოზიციას
შემდეგი სტატიათბილისში 20 ნოემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი