“თბილისობა 2019” 5-6 ოქტომბერს გაიმართება

5-6 ოქტომბერს “თბილისობა 2019” გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს.

ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; “მულტიეთნიკური თბილისი” რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი “გვიდიროჟორე”; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.

ლეღვთახევში მოეწყობა “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – “მე ვარ თბილისი”. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.

მერიის ცნობით, საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები.

წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური”; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.

თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.

„თბილისობა 2019“-ის პროგრამა

5 ოქტომბერი რიყის პარკი 12:00 – 20:00

ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი

ტკბილეულის ფესტივალი

საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები

საბავშვო კონცერტი

ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“

სპორტული აქტივობები

,,მულტიეთნიკური თბილისი”

ორბელიანის მოედანი 12:00 – 20:00

ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”

ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები

„ORBELIANI OPEN MARKET”

მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”)

პროექტი „გვიდირიჟორე“

ლეღვთახევი 12:00-22:00

„მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი 12:00-18:00

სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი

14:00 – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – „Wayne McGregor“ და ქართველო ქორეოგრაფების კო-პროდუქცია / ქუჩის წარმოდგენა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

20:00 – თბილისობის გალა კონცერტი და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია

6 ოქტომბერი რიყის პარკი 12:00 – 20:00

ტრადიციული გასტრონომიული ფესტივალი

ტკბილეულის ფესტივალი

საბავშვო-გასართობი აქტივობები და ატრაქციონები

საბავშვო კონცერტი

ინსტალაცია – ,,ფიროსმანის პერსონაჟები“

სპორტული აქტივობები

ორბელიანის მოედანი 12:00 – 20:00

ყვავილების ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი”

ქართული ფილმის და მუსიკის პავილიონები

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები

,,ORBELIANI OPEN MARKET”

მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი (მუსიკოსი ყარაჩოხელების ორკესტრი ,,მაღალი აბელა” და ,,ხანუმა”)

პროექტი ,,გვიდირიჟორე”

ლეღვთახევი 12:00-22:00

„მუზეუმი ღია ცის ქვეშ“

მეტეხის ხიდი 12:00-18:00

სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

მუსიკალური ღონისძიებები და ღია წარმოდგენები

ორბელიანის მოედანი

17:00 თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

ევროპის მოედანი

20:00 სპექტაკლი ,,MUARE EXPERIENCE” – საჰაერო თეატრი როკ მუსიკის თანხლებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაფოთის ღრმაწყლოვანი ტერმინალი ვერანაირად ვერ იქნება ანაკლიის კონკურენტი – ხაზარაძე