შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, საქართველოში
ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და მიგრაციის საკითხებში
მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხების ერთობლივი
განხილვა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ
მისწრაფებებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის
ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ​

ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ
ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის
გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და მიგრაციის საკითხებში
მეკავშირე ოფიცრებმა მინისტრის მოადგილეს შესაბამის ქვეყნებში საქართველოს
მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია
მიაწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების მნიშვნელობას უვიზო მიმოსვლის
წარმატებით განხორციელების პროცესში.

banner
წინა სტატიაშიმაიკლ პომპეო გიორგი გახარიას : ველით თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად
შემდეგი სტატია“თბილისობა 2019” 5-6 ოქტომბერს გაიმართება