თბილისის ზოოპარკში სამი ლომის ბოკვერი გაჩნდა

წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში ლომები პირველად გაჩნდნენ. ამ სასიხარულო ინფორმაციას თბილისის ზოოპარკი ფეისბუკზე ავრცელებს.

“და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!

წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!

თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!

1470147042659496

კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა – ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ… მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.

1470147048628416

ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.

1470147021373345

შეგახსენებთ, 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს, განსაკუთრებული მძიმე ვითარება ზოოპარკში შეიქმნა, სტიქიის დროს რამდენიმე ცხოველი ზოოპარკიდან გაიქცა. ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებდა ყველას, არ მოეკლათ ლომის ბოკვერი “შუმბა”, რომელიც პატარა იყო და საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ყველას ვალია, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს წარმატება უსურვოს
შემდეგი სტატია“იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს”