თეა წულუკიანი : ყველას ვალია, ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს წარმატება უსურვოს

როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრის დანიშვნაზე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და აქედან გამომდინარე, ყველას ვალია ასეთ მინისტრს მხოლოდ და მხოლოდ წარმატება უსურვოს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან ოზირიას თავდაცვის მინისტრად დანიშივნის კომენტირებისას.

თეა წულუკიანმა თავდაცვის ახალ მინისტრს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა ექნება.

„თავდაცვის მინისტრს ექნება იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა, რათა თავდაცვის სამინისტროს და თითოეული ჯარისკაცის გამარჯვება და წარმატება იყოს ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის გამარჯვება, რომლის ფარგლებშიც უნდა ვაწარმოოთ გონივრული პოლიტიკა, როგორც თავად მინისტრმაც თქვა, ჯანსაღი აზრის პოლიტიკა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას მშვიდობიანი გზით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი წითელაშვილის საქმეზე – ამ თემაზე ვიცოდი ის, რაც მედიით იყო გაჟღერებული
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკში სამი ლომის ბოკვერი გაჩნდა