თბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება

news
ავტ.: news ნოემბერი 6, 2016 10:34

თბილისის ზოოპარკს 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ შეემატება

თბილისის ზოოლოგიურ პარკს ახალი ცხოველები შეემატებიან.

ოვერნეს ზოოპარკი საჩუქრად 9 ბერბერულ მაკაკას და 2 ემუს აგზავნის. მათ 7 ნოემბერს გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანენ. ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე აშენებულია.

ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

”მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართული თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან – ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის ზოოპარკში (უნგრეთი), მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის ზოოპარკებში (აშშ). სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია“, – განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

7ax

news
ავტ.: news ნოემბერი 6, 2016 10:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics