თბილისის ზოგიერთ რაიონს გაზმომარაგების მიწოდება შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს გაზმომარაგების მიწოდება შეეზღუდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის, ხომლელის ქუჩის №3, 4, 5, 5ა, 5ბ, 7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე თბილისის №146, №182 საჯარო სკოლებს, №176 ბაგა-ბაღს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს.

”სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი – გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, მაგრამ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს საზღვაო წესით პატივს მიაგებენ