შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს საზღვაო წესით პატივს მიაგებენ

დღეს შავ ზღვაში დაკარგულ სამხედროებს, გიორგი ნანეტაშვილს და იაგო შარაძეს, საზღვაო წესით პატივს მიაგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.

სამგლოვიარო ცერემონიალი სწორედ იმ ადგილზე გაიმართება, სადაც სამხედროები დაიკარგნენ. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

დაღუპული სამხედროების ძებნის ოპერაცია გუშინ შეწყდა, შავ ზღვაში სამუშაოები შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოგიერთ რაიონს გაზმომარაგების მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაჯემალ სეფიაშვილმა თამაზ მეჭიაურის პარტია დატოვა