თბილისის ზღვის კლინიკიდან გადაგზავნილი 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დღეის მდგომარეობით 47 პაციენტია მოთავსებული, – ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განაცხადა. ​

როგორც მარეხი ბექაიამ აღნიშნა, კორონავირუსზე გაგზავნილი 45 ნიმუშიდან, 40 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთ არ დაუდასტურდა.

„ხუთი პაციენტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. კლინიკაში შემოყვანილ პაციენტებს შორის არიან მძიმე პაციენტებიც, რომელთაც ცხელება და პნევმონია აქვთ. ისინი გადანაწილდებიან სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკებში“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს, რადგან თუ ათეულებზე მეტი შემთხვევა არ იქნება, პრობლემას დავძლევთ
შემდეგი სტატიალევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს : ერთმანეთს დავცილდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ, ვმუშაობთ, მაგრამ ამდენ შემთხვევას ვერ ავუვალთ, სახლში დარჩით