ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს : ერთმანეთს დავცილდეთ, რადგან აუცილებლად უნდა გადავრჩეთ, ვმუშაობთ, მაგრამ ამდენ შემთხვევას ვერ ავუვალთ, სახლში დარჩით

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს, დაიცვან სოციალური დისტანცია და სახლში დარჩნენ.

„მინდა, მივმართო მოსახლეობას, დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ და დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს. თუ არ დარჩით სახლში, ფიზიკური დისტანციით“ , – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის კლინიკიდან გადაგზავნილი 40 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადამიანზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება