თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 12:00 საათზე იწყება

თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge.

საზაფხულო ბაღების სერვისით სარგებლობას წელს 13 000 აღსაზრდელი შეძლებს, 40 ბაღში.

ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება ველების შევსება – რაიონი, საბავშვო ბაღი, ჯგუფი, აღსაზრდელის და მშობლის პირადი მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია.

რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186
დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15
ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, „ჩიორა“
ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182
კრწანისის რაიონი -N51, N206
მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162
ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80
საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112
სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45, N196, N72
ჩუღურეთის რაიონი – N34, N5

banner
წინა სტატიაშისოფელ ხეთაში ავტომობილი გაზის მილებს შეეჯახა
შემდეგი სტატიათბილისში 7 ახალი მარშრუტი ამოქმედდება, რამდენიმე კი შეიცვლება