„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის ფაქტს უარყოფს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომ თითქოს, MAN-ის ახალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციაზე „თბილისი სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება“ – ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი ნათელაშვილზე: ერთადერთი კაცია, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია : “ოქრუაშვილი გამოცდილი ავანტიურისტია”