ნუკრი ქანთარია : “ოქრუაშვილი გამოცდილი ავანტიურისტია”

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს, რომ გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმაა დამნაშავე, ნუკრი ქანთარია ეხმაურება და თავდაცვის ყოფილ მინისტრს “ავანტიურისტს“ უწოდებს:

„ოქრუაშვილს არ ვიცი, რა ელანდება ამ შემთხვევაში. ის გამოცდილი ავანტიურისტია და არ არის გამორიცხული, რომ ეს არის გათვლა მისი მხრიდან. ვის რაში უნდა აწყობდეს ახლა ოქრუაშვილზე იარაღიანი ხალხის მისევა? ერთადერთი ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდ გარემოში წავიდეს არჩევნები და როგორ ფიქრობთ, კახი კალაძე და ნებისმიერი ჩვენგანი ავდგებით და ვინმეს მიზანში ამოვიღებთ, რომ იქ სროლა და ბახაბუხი იყოს? ეს არის მტკნარი სიცრუე“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიაMDF: ქართულმა ოცნებამ TV იმედზე 1 მლნ ლარის პოლიტიკური რეკლამა განათავსა