ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილი გიორგი ტყემალაძეს სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს.
“როცა საქმე ეხება საკრებულოს დეპუტატების ხელფასებს, მათ პირად კეთილდღეობას ან ბიძინა ივანიშვილს, ამ შემთხვევაში, ისინი რიგგარეშე სხდომას ნიშნავენ. როცა საქმე ეხებოდა ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევას, კანონიერად ვითხოვდით რიგგარეშე სხდომის დანიშვნას. საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დაარღვია კანონი, როცა ეს სხდომა არ ჩაატარა და მოგვწერა უარი ჩვენს განცხადებაზე“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი : საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებით ზოგადად მედიაგარემო ძლიერდება
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : თავისუფალ მედიაზე ზეწოლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია