დავით მათიკაშვილი : საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებით ზოგადად მედიაგარემო ძლიერდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებით, ქვეყანაში ზოგადად, მედიაგარემო ძლიერდება.

მისი თქმით, დღეს პარლამენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევს.

„ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვაძლიერებთ მედიაგარემოს საქართველოში. ამისთვის ყველაფერი კეთდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებით ძლიერდება ზოგადად მედიაგარემო. შინაარსში რომ ჩავწვდით და ზუსტად გავიგეთ, თუ რას ნიშნავს ეს კანონი, იმიტომ დავუჭირეთ მას მხარი და იმიტომ დავძლევთ დღეს ვეტოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოზე დღეს მსჯელობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ხატიძე : ​ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს თვითმიზანს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ბევრი ვიმსჯელეთ
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილმა გიორგი ტყემალაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა