თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

თბილისის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებას ხმაური მოყვა. საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მარიკა დათუკიშვილი ცდილობდა პროტესტი გამოეხატა საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე. მოგვიანებით კი მან სხდომა დატოვა.
თბილისის საკრებულოს სხდომის დღევანდელ დღის წესრიგს 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მოწინააღმდეგე არ დაფიქსირებულა.
ამ დროისთვის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ”ქართული ოცნების” წევრები და ფრაქცია ”დედაქალაქის” წარმომადგენლები იმყოფებიან.

მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვების შემდეგ განცხადება გააკეთა.

”ეს სხდომა არ არის ლეგიტიმური, რადგან დაირღვა არაერთი კანონი, მათ შორის სხდომის საჯაროობის შესახებ კანონი. შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმური, სასამართლოს გზით დავამტკიცებთ, რომ დღეს საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იყოს არალეგიტიმურად ცნობილი”, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე გმობენ 1 ლარიან კორუფციას თვითმმართველობაში