თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მარიკა დათუკიშვილს თედო კობახიძემ სკამი სხდომათა დარბაზის შუუასი დაუდგა. დათუკიშვილის თქმით, ის უმრავლესობას ხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემს.

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგიდან მეხუთე და მეექვსე საკითხის ამოღებას ითხოვს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, საკრებულოს სხდომის გადადება უნდა მოხდეს.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია შეტანილი, მათ შორის ქალაქ თბილისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ-სა და პუშკინის ქუჩაზე, ,,ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების თაობაზე. ოპოზიცია სწორედ ამ საკითხებს აპროტესტებს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიას აწესებს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო