თბილისის საკრებულო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს, – ამის შესახებ ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი“, – ნათქვამია საკრებულოს ინფორმაციაში.

51 წლის ასაკში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო

banner
წინა სტატიაში,,განცხადებაში შეგვიძლია დავინახოთ, რაც გვსურს, ამას ქვია სუბიექტურობა,“ – წულუკიანი პომპეოს განცხადებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი