კარლ ჰარცელი – საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი

region
ავტ.: region ივნისი 13, 2019 14:42

კარლ ჰარცელი – საარჩევნო საკითხებზე მუშაობა არ იქნება იოლი

მინდა, ხაზი გავუსვა ნაკლოვანებების აღიარების მნიშვნელობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო სისტემა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება იმდენად მტკიცე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ ამ შეხვედრაში მონაწილეობით, რომელიც ფოკუსირებულია წინა არჩევნების საკითხების გაგრძელებაზე, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნების, რომელმაც გარკვეული შეშფოთებები დატოვა საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის, ევროკავშირისთვის. რეკომენდაციები გაწერეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშში, ასევე, სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომლის საფუძველზეც ახლა მაგიდაზე დევს ვალდებულება, გაიარონ ეს 27 რეკომენდაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ საარჩევნო საკითხებზე დისკუსია ახლა იწყება და იმედოვნებს, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება.

„ჩვენი საწყისი წერტილია, მივესალმოთ, რომ პროცესი იწყება, რადგან დრო შეზღუდულია და შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა გვქონდეს, რომლის შემდეგაც, როგორც ვიცით, არჩევნების წელი იწყება. გადამწყვეტი ამოცანაა და მოხარული ვარ, რომ ახლა იწყება. ეს არ იქნება იოლი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ იქნება ინკლუზიური პროცესი, სადაც მონაწილეები, როგორც ოპოზიციური პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები და სააგენტოები, სამინისტროები ჩართულნი იქნებიან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დისკუსიების ნაწილი ასევე ეხებოდა საარჩევნო სისტემის საკითხს.

„ეს არის დისკუსიები, რომელიც უეჭველად გაგრძელდება და ვნახავთ, თუ როგორ ჩაჯდება ეს საკითხი უფრო ფართო სურათში. მინდა, ხაზი გავუსვა ნაკლოვანებების აღიარების მნიშვნელობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო სისტემა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება იმდენად მტკიცე, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

region
ავტ.: region ივნისი 13, 2019 14:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics