თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გ.ც. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ც. ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად”.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გ.ც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? ლუზერები არავის არ უყვარს, ტრამპს უფრო მეტად არ უყვარს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაცესკო დღეს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს