საქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? ლუზერები არავის არ უყვარს, ტრამპს უფრო მეტად არ უყვარს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის საფრთხილო პერიოდი იქნება. ამის მიზეზი ამერიკაში მთავრობის ცვლილებაა.

“მას მოსწონს წარმატება. საქართველომ იმიტომ მიიზიდა, რომ წარმატებული ქვეყანა იყო. 2012-ში რომ იყო ბათუმში, თქვა, რომ ეს უიშვიათესია, რაც თქვენ გაქვთ, ამ მშენებლობების ტემპიო. უყვარს წარმატება. ეხლა საქართველო ან უკრაინა ასხივებს წარმატებას? ლუზერები არავის არ უყვარს, ტრამპს უფრო მეტად არ უყვარს, იმიტომ რომ ასეთი ფსიქოლოგიის ადამიანია. ჩვენთვის კიდევ კარგი ვარიანტი იქნება, თუ ამერიკის პრობლემებით დაკავდება. ახლა პუტინს ბევრი უბედურობის ჩადენა შეუძლია, სანამ ისინი აზრზე მოვლენ იმიტომ, რომ ეხლა ძალიან რადიკალური გადასვლაა ამერიკაში და შეიძლება, რამდენიმე თვე არავინ გამოიხედოს ამ რეგიონისკენ. ამ დროს ევროპელები შეიძლება, ძალიან ბინძურ გარიგებებზე წავიდნენ. მათი თვალსაზრისით, ამერიკა ხელიდან წავიდა და რუსეთია ახლოს. ევროპელი გავლენიანი პოლიტიკოსების ნაწილი შეიძლება საოცრად ბინძურ გარიგებებზეც კი წავიდეს. ახლა ყველას სიფრთხილე მართებს,” – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიობამას ,,ანდერძი,,
შემდეგი სტატიათბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს