თბილისის სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ დღეს განაჩენს გამოაცხადებს

გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. საქმე ”თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ”თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისი ინტერესების დამცველებმა გაასაჩივრეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს
შემდეგი სტატიათურქეთში გიულენთან კავშირის გამო 380 მეწარმეს დააპატიმრებენ