საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს:

“ძვირფასო თანამოქალაქენო,

გულითადად გილოცავთ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს.

სომეხთა და ქართველთა ძმობა იმავე ხნისაა, რამდენისაც ჩვენი ქვეყნების ისტორია. ფასდაუდებელია თქვენი გარჯა საქართველოს აღმშენებლობისა და განვითარებისათვის. აქ დაბადებული უამრავი სომეხი ხელოვანით, მეცნიერითა თუ საზოგადო მოღვაწით ჩვენ ისევე ვამაყობთ, როგორც თქვენი ისტორიული სამშობლო სომხეთი.

ვუერთდები თქვენ სიხარულს და გისურვებთ, რომ 2017 წელი ჯანმრთელობის, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი სომეხთა სამოციქულო ეკლესიას შობას და ნათლისღებას ულოცავს
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ დღეს განაჩენს გამოაცხადებს