თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას.

კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითეთრ ქაღალდზე, რომელსაც ლონდონში ექსპერტიზა უტარდება თქვენი პორტრეტი ხომ არ ამოისახება? – გოცირიძე TBC ბანკის საქმეზე გახარიას მიმართავს
შემდეგი სტატიაორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს გართულება