ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს გართულება

ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს რაიმე გართულება, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გიორგი ლომიას შეკითხვას, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.

„ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ასევე, მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.

ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. წინასწარ, ორივე მხარეს გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე პირობებს – რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს. ეს ყველაფერი ორივე მხარისთვის თხოვნის და მოთხოვნის სახითაც კი იქნება წაყენებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
შემდეგი სტატია“ვუსმენდი კოლეგების გამოსვლებს უმრავლესობიდან და დავრწმუნდი, რატომ იყო ივანიშვილი მოწადინებული, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მომხდარიყო”