თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული სამი ათასზე მეტი ადამიანია და დედაქალაქის მერია გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ.

„სახელმწიფოს ვალი აღიარებული აქვს და ჩვენ ვიქნებით მთავრობა, ვინც პრობლემას მოაგვარებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები, ეს არის ფართები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ჩვენ განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სია, ასევე გვყავს დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახები და ამ პრიორიტეტით ხდება ბინების გადანაწილება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კორპუსები მდებარეობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩისა და მდინარე მტკვარს შორის და 40 ოჯახს სახლები ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემათ.

„მინდა მივულოცო ამ ადამიანებს. ჩვენ დადგენილებას გადავუგზავნით საკრებულოს და იმედია, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუხარისხო საკვები ბაღებში – “ენმ” „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას საკრებულოს სხდომაზე მოითხოვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : არასდროს მოვექცევით ინვესტორს ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ