უხარისხო საკვები ბაღებში – “ენმ” „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას საკრებულოს სხდომაზე მოითხოვს

კომპანია „ნილთან“ კონტრაქტის გაწყვეტას „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოითხოვს. სხდომა ერთ საათში უნდა დაიწყოს.

ანალოგიური წინადადებით ოპოზიციამ მერიას უკვე მიმართა, სადაც განმარტეს, რომ აუდიტის დასკვნა, რის საფუძველზეც ოპოზიცია ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, მხოლოდ კომპანიის დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ბაღებისთვის დაბალხარისხიანი პროდუქტის მიწოდების გამო კომპანიას 30 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ოპოზიცია სარჩელის შეტანას პროკურატურაში გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატიათბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს