თბილისის მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებაში დაეხმარება

თბილისის მერიაში სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„დღეს, 12:00 საათზე მერიაში კონსოლიდირებული შეხვედრა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, საცავში არსებული ნივთების გამოტანა და მესაკუთრეებისთვის დაბრუნება. ასევე, ალტერნატიული სამუშაო ადგილების აღმოჩენა და საბანკო ვალდებულებებში შუამდგომლობა“, -განაცხადა ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა-“ბავშვთა სამყაროს” შენობაში მოვაჭერეები, ოქროს ბირჟის საცავებში შეიყვანეს
შემდეგი სტატიაარაფერს არ გავყიდით, შენობას აღვადგენთ – „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი