თბილისის ინტერპოლმა ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლის თანამშრომლებმა სარფში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

“დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვას მოვითხოვთ”- მუხთარლის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატია“მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით