“სამხედრო მოსამსახურეების დაკითხვას მოვითხოვთ”- მუხთარლის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

ბელაქანის რაიონულ სასამართლოში აფგან მუხთარლის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს, მათ შორის იქნება 8 სამხედრო მოსამსახურის დაკითხვის მოთხოვნა. პროცესს სავარაუდოდ, კვლავ დააკვირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.
„დღეს პროკურატურას მოუწევს საუბარი იმ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც, აფგან მუხთარლი ბრალდებულია. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. მუხთარლი იძიებდა მმართველი ძალის ოჯახების კორუფციულ სქემებს და აქვეყნებდა მათ, ის თვლის რომ დაკავების მთავარი მიზეზიც ეს არის. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას და იმ 8 სამხედრო მოსამსახურის დაკითხვას მოვითხოვთ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ისინი მესაზღვრეები არიან და ამბობენ, რომ მუხთარლიმ საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თავისთავად, ეს პოლიტიკური პროცესია,“- განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ნიმათ კარიმლმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხთარლის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გია გაჩეჩილაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიათბილისის ინტერპოლმა ძებნილი პირი დააკავა