თბილისის აეროპორტში „მასტერას“ ექსტრადიცია მოხდება

MASTERAგავრცელებული ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰოლანდიიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” ექსტრადიცია მოხდება.

გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის ივნისში დააკავეს.

“მასტერას” ბრალი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წლის 7 მარტს წარუდგინა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზებაში ედება ბრალი

banner
წინა სტატიაში(VIDEO)სუხიშვილების პროტესტი და ნედეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან
შემდეგი სტატიადღეს “თაიმერმა” სასოწარკვეთილი ადამიანის წერილი მიიღო