თბილისიდან თურქეთში ჩაის საკრეფად ჩასული 56 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება.

საქართველოს მოქალაქე ქალაქ რიზეში სამუშაოდ იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თბილისიდან თურქეთში, სეზონური დასაქმების მიზნით, ჩაის საკრეფად ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში მას რიზეს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ცხედარი ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით საქართველოში დღეს გადმოასვენეს.

banner
წინა სტატიაშიის რაც დღეს ხდება საქართველოში, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სირცხვილი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს