თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეგულარული რეისი შესრულდება

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2020 15:36

თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეგულარული რეისი შესრულდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეგულარული რეისი შესრულდება.

მათივე ცნობით, ფრენების განრიგი შემდეგია:

თბილისი – რიგა – თბილისი – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;
თბილისი – პარიზი – თბილისი – ოთხშაბათი, კვირა.

„ლატვიაში შემსვლელი პირებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ლატვიის ტრანზიტულად გამოყენებისათვის კი აეროპორტში მაქსიმალური დარჩენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. საფრანგეთის საზღვარი უპირობოდ გახსნილია საქართველოსთან, რომლის საზღვრის გადაკვეთაც შესაძლებელია როგორც მოწვევით ან ბინადრობის მოწმობით, ასევე ტურისტულად“, – აღნიშნულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 16, 2020 15:36