მამუკა ხაზარაძე : ისევ ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა დაღუპულია

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება კვლავ ხელისუფლებაში დარჩება, ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერმა ქვეყანაში ქვეყნაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, ლელო საქართველოში კორუფციას დაასრულებს.

“წარმოიდგინეთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ისევ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მართავს საქართველოს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყანა დაღუპულია. რადგან  ადამიანებს ერთადერთი ამოცანა რჩებათ, როგორმე ეს ხელისუფლება გაისტუმრონ. ფინანსები რომელიც მმართველმა გუნდმა ვალის სახით მოიზიდა და ისევ ჩვენი, მოქალაქეების, გადასახდელია, დარიგდა არაგონივრულად და სელექციურად. გაიწერა მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე.

სიას თუ ჩავხედავთ, ვინ შესწირა პარტია ქართულ ოცნებას ფული ნათლად დავინახავთ, რომ ისევ ამ კომპანიებმა. გპირდებით, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ დასრულდება, არამედ თითოეული მათგანი დაისჯება, იმიტომ რომ ეს არის ქურდობა და ქვეყნის ღალატი, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს ჯიბეში იდებს”, – განაცხადა  ხაზარაძემ.

მან ასევე იმ ამომრჩევლებს მიმართა, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

“მინდა იმ ამომრჩეველს მივმართო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი. მათი ეს პოზიცია ქვეყანას ისევ ამ მდგომარეობაში დატოვებს, ან უარესში ჩააგდებს. ამიტომ მოგიწოდებთ, აუცილებლად გააკეთეთ თქვენი არჩევანი. მიშას და ბიძინას თამაშიდან ისევ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა”, -აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე : აღმოჩნდა, რომ გელათის ტაძრის გადახურვა უვარგისია, წყალი ჩადის ყველგან
შემდეგი სტატიათბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეგულარული რეისი შესრულდება