თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი განმარტებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთზე”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს