ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – 62-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს იხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ასევე, არის წინა შეხვედრებიდან მომდინარე თემები, მათ შორის ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა.

დღის წესრიგში შედის ტირიფონის არხის გაწმენდის საკითხიც. დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების გავლებისა და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშითბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – დავით ზალკალიანი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება