თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი დაინიშნა

მგზავრთნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, სს “საქართველოს რკინიგზა” 6 ივლისიდან, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს.

“საქართველკოს რკინიგზის” დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

“საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს.

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20, ქ.ბათუმში ჩავა 12:50. ქ. ბათუმიდან გამოვა 16:35 და თბილისში ჩამოვა 22:00. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს.

შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, “საქართველოს რკინიგზა” 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს (#898/897) ნიშნავს.

მატარებელი ქ. ქუთაისიდან გავა 08:25 ქ.ბათუმში ჩავა 11:05. ქ. ბათუმიდან გამოვა 18:45 და ქ. ქუთაისში დაბრუნდება 21:30. მგზავრობის ღირებულება შეადგენს 4 ლარს.

 

banner
წინა სტატიაშიამალა-დევდორაკის ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი არგენტინაში ეროვნული არქივის მასალების მიხედვით მომზადებული გამოფენის დახურვას დაესწრო