“თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან” – ნარმანიას პასუხი საკრებულოს

დედაქალაქის მერმა, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკეთებულ განცხადებებზე, რომ თბილისის მერიას შეუძლია „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუწყვიტოს და პარკირების თანხები თავად ამოიღოს, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება პარკირებისაგან მერიამ წელიწადში 25 მილიონი ლარი ამოიღოს.

„მეტი არგუმენტები სჭირდება ამას. მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ უნდა გახდეს ქალაქი და ათეულობით მილიონი ლარის გადახდა არ უნდა მოუწიოს შემდეგ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან, იმიტომ რომ ჩვენი წინამორბედების მიერ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშკრულება იყო გაფორმებული, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულების გაწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: გვაქვს მზაობა, რომ აშშ-სთან პარტნიორობა გაღრმავდეს
შემდეგი სტატიაჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალის ციხიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს