თეა წულუკიანი: გვაქვს მზაობა, რომ აშშ-სთან პარტნიორობა გაღრმავდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, აშშ-სი ჩატარებული არჩევნების და დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ კომენტარს აკეთებს.
წულუკიანის თქმით, ამერიკის შეერებულ შტატებთან საქართველო კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობებს.
,,მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობა 90-იან წლებში, აშშ-სთან ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა იყო საფუძველთა საფუძველი ჩვენი საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და როგორც მთავრობის მეთაურისგან იყო აღნიშნული, გვაქვს მზაობა რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს.“- განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატია“თავს ვიკავებთ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან” – ნარმანიას პასუხი საკრებულოს