„თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ“ – ვეტერანებმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის წინღმდეგ გორის გამგეობასთან აქცია გამართეს

დღეს,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებმა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეებმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, გორის გამგებობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში სულ ათამდე ვეტერანი მონაწილეობდა, მათ შორის, ომარ აზარაშვილი, დავით შატაკიშვილი, გია ჩულუხაძე, გიორგი ოქროპირიძე, გაიოზ ჩალაბაშვილი, მერაბ გოგიაშვილი, ნუგზარ ავალიშვილი, ოთარ დოიჯაშვილი, როსტომ გავაშელი და კოტე შაორშაძე.
საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებმა და ავაღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეებმა ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პრეზიდენტობის „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვიტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ საქართველო დაადანაშაულა.
„ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილა ვგრძნობთ,“ – აცხადებს აგვიტოს ომში დაიღუპული ძმა ოთარ დოიჯაშვილი,რომელიც თვითონ ავღანეთის სამშვიდობი მისიის მონაწილე იყო.
აღსანიშნავია, რომ ოთარ დოიჯაშვილის ძმა აგვიტოს ომში დაიღუპა, თვითონ კი ავღანეთის სამშვიდობი მისიის დროს მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრეზიდენტობის „ოცნებისგან“ მხარადჭერილი კანდიდატი რუსეთის თამაშს თამაშობს. „ ქუჩაში გამოსვლაც ამიტომ გადაწყვიტეთ. რომ საქართველოს მხარემ ოკუპანტ რუსეთს ქართველი სამხედროების სია გადასცა, რაც ყველასთვის მიუღებილი და შეურაცხმყოფელია. გამოვიდნენ და უარყონ ფაქტი თუ ეს ტყუილია. . თუ ხელისუფლება არ მოგვისმენს ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართ“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„არა ოკუპანტთან თანამშრომლობას!“ „დაიცავით ომის მონაწილეებისა და ვეტერანების კონფიდენციალობა!“ – ამ ლოზუნგებით გორის გამგეობის წინ გამოსულმა ვეტერანებმა სოლიდარობა იმ თანამებრძოლებსაც გამოუცხადეს, რომელთა გვარებიც რუსეთისთვის გადაცემულ სიაში მოხვდა.
აღსანიშავია, რომ ქართულმა ტელემედიამ, რომელიც სახელისუფლებო არხებად ითვლებიან ვეტერანების აქციის გაშუებისგან თავი შეიკავა. აქცია, საქართველოში ერთადერთმა ოპოზიციურმა არხმა რუსთავი2-მა გააშუქა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს ივანიშვილის კომპანიაში დასაქმებული პირები იკავებენ
შემდეგი სტატიამშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა