თავრობის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ისმენს ჯანდაცვის მუშაკების რჩევას

მთავრობის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ისმენს ჯანდაცვის მუშაკების რჩევას, რაც სხვა ქვეყნებში ცალსახად გეუბნებით, არ გააკეთეს მთავრობებმა, იგნორი გაუკეთეს ჯანდაცვის მუშაკებს, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

კითხვაზე, მთავრობამ ნატო-სგან მოითხოვა ჰუმანიტარული ტვირთი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაც იყო, თუ არა, ცერცვაძემ აღნიშნა: „ჩვენი არ ყოფილა, ჩვენ ერთ გუნდად ვმუშაობთ. მაგრამ რასაც თქვენ მეკითხებით, აქ ჩვენ არ ჩავრეულვართ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ალბათობით ჩაერიენ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ ჰუმანიტარული ტვირთის საკითხში არ ჩავრეულვართ“.

მისივე თქმით, ეს ტვირთები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ისეთი ქვეყნები როგორიც გერმანია და ამერიკაა, ისინი ითხოვენ ლამის მხარდაჭერას და დახმარებას და მათ არ ყოფნით პარტიები დამცავი საშუალებების და ერთმანეთს ართმევენ ამ დამცავ საშუალებებს. თქვენ ნახეთ, ბავშვურად იქცევიან ნიღბებსა და დამცავი საშუალებების ერთმანეთს ართმევენ. ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არა აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, ტესტ-სისტემები. ნატო-სგან, თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენმა სახელმწიფომ, იმედი მაქვს, როგორც სხვა რამეს მოაბა თავი კარგად, ამასაც მოაბამს თავს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს
შემდეგი სტატიაქუთაისის და იმერეთის ტურისტული სექტორი კორონავირუსის წინააღმდეგ ვიდეომიმართვებს ავრცელებს