თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს.

თუმცა, ცერცვაძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი მხოლოდ სამი თვეა, რაც არსებობს და შესაბამისად, მისი ბუნება ჯერ არავინ იცის.

„10 პროცენტია ევროპის ქვეყნებში სიკვდილობა და საშუალოდ მსოფლიოში 5 პროცენტი. 10 პროცენტი უზარმაზარი სიკვდილობაა, გრიპის სიკვდილობა იყო 0,5 პროცენტი და აქ 10 პროცენტია სიკვდილობა. შესაძლოა, ეს გადავიტანოთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინოს იმუნიტეტი ამის წინააღმდეგ და მომავალში მოგვევლინოს, როგორც სეზონური ინფექცია. შესაძლებელია, მაგრამ ეს ინფექცია სულ რაღაც სამი თვეა, არსებობს და არავინ იცის, ასე იქნება, თუ არა“ , – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით
შემდეგი სტატიათავრობის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ ისმენს ჯანდაცვის მუშაკების რჩევას