„თავიუსფალი დემოკრატების“ ლიდერი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით „თავიუსფალი დემოკრატების“ ლიდერი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და აცახდებს, რომ მისი პარტია კამპანია “ეს შენ გეხებას” მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება.

„როგორც მოქალაქეები ჩვენ შევუერთდებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამ დაძახილს. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ხელისუფლებამ დაინახოს და ამ საშინელების ორგანიზატორებმა დაინახონ, რომ საზოგადოება ერთსულოვანია, საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ვერ ამოაგდებ იმ მიზნიდან, რომ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა შევქმნათ. აუცილებლად უნდა დაიკითხოს ყველა მონაწილე. რაც მთავარია პროკურატურამ უნდა აგოს პასუხი. მე მახსოვს მაშინდელი პროკურორის მოადგილე, ბატონი შოთაძე როგორ იძახდა, რომ 5 თვეში გამოიძიებდა ამ საქმეს. როგორც სხვა საქმეები დარჩა გამოუძიებელი, ისევე ეს საქმეა გამოუძიებელი. პირდაპირ პროკურატურის და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.” განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა კარასინი ცხინვალთან საზღვრის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას თავის წარმომადგენლად დანიშნა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს