გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი თამაზ მეჭიაურის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს.

“ეს განცხადება იყო არაკორექტული. უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოს აქვს. არის ემოციურ ფონზე წამოძახილი, რომელიც არ ეკადრება მაღალი დონეზე მყოფ პოლიტკისს. არ არის ქვეყნისთვის საჭირო ასეთი განცხადებების კეთება ასეთ დროს. პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ სწორედ იმისკენ, რომ ზედმიწევნით ჩვენი არა თუ მარტო კანონით, ტრადიციით დამკვიდრებული ტოლერანტობა, დათმობა, ურთიერთსიყვარული და კანონის უზენაესობა გავითავლისწინოთ, რა ლოზუნგით ,,ქართული ოცნება” მოვიდა და არის ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე ყველამ ეს უნდა გაითვალისწინოს და თავი დაანებოს პოპულისტურ განცხადების გაკეთებას”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება მეჭიაურს, ორგანიზაცია “იდენტობის” აქციასთან დაკავშირებით მან განაცხადა – “უბრალოდ ცინიკურია, როცა ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია – იმ ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან ,,გაპიდარასტებას” იწყებენ ზოგიერთები”.

აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

banner
წინა სტატიაში„თავიუსფალი დემოკრატების“ ლიდერი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს
შემდეგი სტატიაიაცენიუკის პრეს-მდივანმა მისი გადადგომის შესახებ ხმები უარყო