“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეში, მზად ვარ მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად მესამეჯერ” – გიგი უგულავა

„ეს ის შემთხვევაა, სადაც კითხვები და პასუხები ზედმეტია, გავაკეთებ ამომწურავ განცხადებას, ყოველგვარი კითხვების გარეშე“, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„მე ჩემს კოლეგებსაც, ოჯახის წევრებსაც და ყველა ჩემს ახლობელს ვუთხარი, მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი არის ერთი, რომ გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს, ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად იმ პოლიტიკური წნეხისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ფაქტია, ივანიშვილი მთიალინად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, დაჭერები აზრს ვერავის შეაცვლევინებს და ვაჭრობაში შესვლა არ იგეგმება.

„არავითარი დაჭერა, გინდ პოლიტიკური ლიდერების და ნესბისმიერი ჩვენთაგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ, რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ, ჩვენ ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი, მაგრამ მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად.

თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად, მესამეჯერ, უფრო ზუსტი თუ ვიქნებით. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს, შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად, მე ამაზე არ ვწუხვარ“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ამასთან, უგულავას თქმით, მას ყველა ნივთი მზად აქვს და თავად მივა ციხეში.

„ტექნიკურად ეს როგორ ხდება, ჯერ არ ვიცი. მინდა, შესაბამის სამსხურებს ვუთხრა, თქვენ შეგიძლიათ, ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ, აქვე დამახვედროთ თქვენი ოპრიჩნიკები, ე ს თქვენი უფლებაა. მე ვაპირებ, დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე ბარნოვის 40-ში, „ევროპული საქართველოს“ ოფისიში დავემშვიდობო იქ ხალხს და დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით. ამავე დროს, მზად ვარ და პირიქით, მირჩევნია თავად, გამოცდილება უკვე შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი, ყველაფერი მომზადებული მაქვს, ბუნებრივია, ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

„ივანიშვილმა თადუმაძის ხელით, პრაქტიკულად იმ საქმეზე, რაზეც სასჯელი მაქვს მოხდილი, არსებითად ვგულისხმობ, იმიტომ რომ დაიწყება ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ეს ის არ არის და ეს სხვა საქმეა დაიწყება დამტკიცება ბოდვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი განცხადებით, ის არ აპირებს შევიდეს სამართლებრივ ნაწილში რადგან ეს საკითხი უბრალოდ, სამართლებრივად არაფერი არ არის. „ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სუფთა ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, საქმეს გაცნობოდნენ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი, და თავმოყვარეობაზე იქ ახალდანიშნულებში ძალიან დაბალი ნიშნულია მოგეხსენებათ, მაგრამ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება, გაბინაშვილის ამ უვიცი მოსამართლის და უდიპლომო თადუმაძის, რომელსაც ალბათ თვის ბოლოს თანამდებობაზე კიდევ უფრო დააწინაურებს ივანიშვილი, მათი ხელით მომისაჯა ეს ბოდვა“, -განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები